Saturday, May 28, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. ვნახეთ უკვე დამუშავებული ვერსიები. მოვისმინეთ ტრენერის რეკომენდაციები. შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებები და მივიღეთ დავალება: დავამთავროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი სახლში.

Saturday, May 14, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. წარმოვადგინეთ და დავხვეწეთ ჩვენი პროექტების სასწავლო მიზნები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. უნდა ითქვას, რომ ზოგი რამ ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა. სახლში ვიფიქრებ, გავაანალიზებ და იმედია მივხვდები. დავალებად გვაქვს შევქმნათ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში.ამისთვის საკმაო დრო გვაქვს და ალბათ მოვახერხებ ყველაფერი კარგად გავაკეთო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:

ყოველთვის ამართლებს მიზანი საშუალებას?


თემატური კითხვები:

1. ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ცხოველებს აქვთ გონება და გააჩნიათ გრძნობები?
მოიყვანეთ მაგალითები.

2.უნდა ვიყოთ თუ არა ცხოველებზე ექსპერიმენტების წინააღმდეგი და რატომ? მოიყვანეთ არგუმენტები.



შინაარსობრივი კითხვები:

1.რა არის ვივისექცია?

2.ნასწავლი თემატური ლექსიკიდან რომელ სიტყვებს და ფრაზებს გამოიყენებთ მოცემულ თემაზე სასაუბროდ?

3.რთული წინადადებების რომელი ტიპები დაგჭირდებათ აზრის მკაფიოდ და სრულყოფილად გადმოსაცემად?


4.ამ თემის შესაბამისი რომელი სინონიმურ _ ანტონიმური წყვილები შეგიძლიათ გაიხსენოთ?

Thursday, May 12, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტები და ტრენერის დახმარებით მოვახერხეთ მათი ჩასმა გეგმის შაბლონში. ვიმუშავეთ  ჩვენი პროექტების მიზნებზე, ასევე  ვისწავლეთ თუ როგორ შევეხმიანოთ ჩვენს კოლეგებს ბლოგზე და მივცეთ მათ რეკომენდაციები. მართალია ძალიან დავიღალე და აღარც თავი მიმუშავებს, მაგრამ კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. გმადლობთ, ქალბატონო ლალი!

სასწავლო მიზნები



მოსწავლეები შეძლებენ:


  • რუსული ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
  • ინტერნეტ სივრცის გამოყენებას ვივისექციის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. 
  • მიღებული ინფორმაციის დახარისხებას, ორგანიზებას,  შეფასებას და გაერთიანებას.
  • გამოკითხვის ჩატარებას თანატოლებს და მოსახლეობას შორის ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
  • მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის გადაცემას და  მსჯელობას მოცემული საკითხის გარშემო.

Monday, May 9, 2016

მეორე დღის რეფლექსია.

ამ დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარვადგინეთ ჩვენი პროექტის იდეა. ტრენერმა მოგვცა რეკომენდაციები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემი შემდგომი მუშაობის პროცესში. ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, მივიღეთ საშინაო დავალება. ბევრი რამ გავიგე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.

პროექტის იდეა

სტატისტიკის თანახმად მსოფლიოში ყოველწლიურად 150 მილიონზე მეტი საცდელი ცხოველი იღუპება. მათი ძირითადი ნაწილი სამედიცინო კვლევების მსხვერპლია, ხოლო დანარჩენი სამხედრო თუ კოსმეტიკურ მიზნებს ეწირება. მოსწავლეებმა ნასწავლი საინფორმაციო ტექსტიდან "Человек и животные"  უკვე იციან თანამედროვე მსოფლიოში არსებული საზოგადოებების შესახებ, რომლებიც ვივისექციის პრობლემებით არიან დაკავებულნი. ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით მოსწავლეები რუსულენოვანი საიტებიდან მოიძიებენ დამატებით მასალას, ჩაატარებენ გამოკითხვას, იმსჯელებენ თემის ირგვლივ და გააკეთებენ გარკვეულ დასკვნებს.