9/VI _ 2016წ.
ინტელის სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Friday, June 10, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს 9 ივნისია, ტრენინგის ბოლო დღე. ტრენინგზე მისულებს საკმაოდ არასასიამოვნო ამბავი დაგვხვდა: კომპიუტერებს ვეღარ გამოვიყენებდით, ვინაიდან სისტემა უკვე საგამოცდო რეჟიმზე იყო გადაყვანილი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის რომ დღე საინტერესოდ და საქმიანად წარგვემართნა. ტრენერის კომპიუტერის საშუალებით ერთხელ კიდევ გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები, მოვისმინეთ ტრენერის რჩევები და მივიღეთ დავალება ათი დღის განმავლობაში მოვაწესრიგოთ ჩვენი ნამუშევრები. ამის შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია. თითოეულმა წარვადგინეთ ჩვენი შრომის საბოლოო პროდუქტი და მოვისმინეთ შენიშვნები და რეკომენდაციები დამსწრე საზოგადოებისგან. პრეზენტაციის დროს უფრო ნათლად გამოიკვეთა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ბოლოს კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე!
Monday, June 6, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე გვერდების დამატება,ანუ ვაქციეთ იგი საიტად. ვიმუშავეთ პორტფოლიოების სრულყოფაზე. საშინაო დავალებად გვაქვს პროექტის გეგმის შაბლონი მივიყვანოთ ბოლომდე. დღე ძალიან დატვირთული იყო. მართალი რომ ვთქვა, ძალიან დავიღალე, მაგრამ ბევრი ახალი რამ გავიგე და ვისწავლე.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ჩვენ ერთხელ კიდევ გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და შევიტანეთ შესწორებები. შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი ნამუშევრების გადატანა გუგლ დრაივში და ელექტრონული საქაღალდეების შექმნა. დღე საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლის მომცველი იყო.
Saturday, May 28, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. ვნახეთ უკვე დამუშავებული ვერსიები. მოვისმინეთ ტრენერის რეკომენდაციები. შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებები და მივიღეთ დავალება: დავამთავროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი სახლში.
Saturday, May 14, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. წარმოვადგინეთ და დავხვეწეთ ჩვენი პროექტების სასწავლო მიზნები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. უნდა ითქვას, რომ ზოგი რამ ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა. სახლში ვიფიქრებ, გავაანალიზებ და იმედია მივხვდები. დავალებად გვაქვს შევქმნათ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში.ამისთვის საკმაო დრო გვაქვს და ალბათ მოვახერხებ ყველაფერი კარგად გავაკეთო.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
ყოველთვის ამართლებს მიზანი საშუალებას?
თემატური კითხვები:
1. ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ცხოველებს აქვთ გონება და გააჩნიათ გრძნობები?
მოიყვანეთ მაგალითები.
2.უნდა ვიყოთ თუ არა ცხოველებზე ექსპერიმენტების წინააღმდეგი და რატომ? მოიყვანეთ არგუმენტები.
შინაარსობრივი კითხვები:
1.რა არის ვივისექცია?
2.ნასწავლი თემატური ლექსიკიდან რომელ სიტყვებს და ფრაზებს გამოიყენებთ მოცემულ თემაზე სასაუბროდ?
3.რთული წინადადებების რომელი ტიპები დაგჭირდებათ აზრის მკაფიოდ და სრულყოფილად გადმოსაცემად?
4.ამ თემის შესაბამისი რომელი სინონიმურ _ ანტონიმური წყვილები შეგიძლიათ გაიხსენოთ?
ყოველთვის ამართლებს მიზანი საშუალებას?
თემატური კითხვები:
1. ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ცხოველებს აქვთ გონება და გააჩნიათ გრძნობები?
მოიყვანეთ მაგალითები.
2.უნდა ვიყოთ თუ არა ცხოველებზე ექსპერიმენტების წინააღმდეგი და რატომ? მოიყვანეთ არგუმენტები.
შინაარსობრივი კითხვები:
1.რა არის ვივისექცია?
2.ნასწავლი თემატური ლექსიკიდან რომელ სიტყვებს და ფრაზებს გამოიყენებთ მოცემულ თემაზე სასაუბროდ?
3.რთული წინადადებების რომელი ტიპები დაგჭირდებათ აზრის მკაფიოდ და სრულყოფილად გადმოსაცემად?
4.ამ თემის შესაბამისი რომელი სინონიმურ _ ანტონიმური წყვილები შეგიძლიათ გაიხსენოთ?
Thursday, May 12, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელმა დღემ მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტები და ტრენერის დახმარებით მოვახერხეთ მათი ჩასმა გეგმის შაბლონში. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტების მიზნებზე, ასევე ვისწავლეთ თუ როგორ შევეხმიანოთ ჩვენს კოლეგებს ბლოგზე და მივცეთ მათ რეკომენდაციები. მართალია ძალიან დავიღალე და აღარც თავი მიმუშავებს, მაგრამ კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. გმადლობთ, ქალბატონო ლალი!
Subscribe to:
Posts (Atom)