Friday, June 10, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს 9 ივნისია, ტრენინგის ბოლო დღე. ტრენინგზე მისულებს საკმაოდ არასასიამოვნო ამბავი დაგვხვდა: კომპიუტერებს ვეღარ გამოვიყენებდით, ვინაიდან სისტემა უკვე საგამოცდო რეჟიმზე იყო გადაყვანილი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის რომ დღე საინტერესოდ და საქმიანად წარგვემართნა. ტრენერის კომპიუტერის საშუალებით ერთხელ კიდევ გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები, მოვისმინეთ ტრენერის რჩევები და მივიღეთ დავალება ათი დღის განმავლობაში მოვაწესრიგოთ ჩვენი ნამუშევრები. ამის შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია. თითოეულმა წარვადგინეთ ჩვენი შრომის საბოლოო პროდუქტი და მოვისმინეთ შენიშვნები და რეკომენდაციები დამსწრე საზოგადოებისგან. პრეზენტაციის დროს უფრო ნათლად გამოიკვეთა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ბოლოს  კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე!
9/VI _ 2016წ.

No comments:

Post a Comment